პოეზია · ლირიკა
სხვას ნუ გაჰყვები ცოლადა
დამწვა და ფერფლად მაქცია,ქალო, სიტურფემ შენმაო,არავინ მინდა შენს მეტი,შენი თვალების მზემაო.შენთვი აშენებს ეს გულიპატარა სამოთხესაო,ამწვანებულსა ჭალებსაგარს შემოვავლებ მთებსაო.ყვავილთა ჭრელი ხალიჩითსავალს მოგირთავ გზებსაო,მოდი, მზის შუქი მოჰფინეტანჯულს სიცოცხლეს ჩემსაო.სხვას ნუ გაჰყვები ცოლადა,ნუ გამილაღებს მტერსაო.