↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულში ბუდობს ტკივილი

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6827 ნახვა

—
ქარი ილტოს ნაპირებსმისდევს მოთქმა-გოდებით...საით, გაზაფხულებო, -მისდიხართ და მშორდებით?
ხეებს შემოძარცვიათტანზე მწვანე სამოსი,ამედევნა ფეხდაფეხსევდა ამ საღამოსი.
ხევ-ხევ გარბის მდინარე,ბილიკს მარტოდ მოვყვები,საუკუნედ ქცეულანხავსიანი ლოდები.
ხან შარაზე მივდივარ,ხან ტყე-ტყე და მთა და მთა,სად არ ვიხეტიალე,სად არ შემომაღამდა.
რაღაც შეუცნობელისვარ მუდამდღე მძებნელი,სულში ბუდობს ტკივილი,მუდამ შეურჩენელი.
რას დავდივარ, რა მინდა?თვალებს რისთვის ვაცეცებ?ამ ცოდვიან მიწაზერად მოვედი, რას ვეძებ?
დავწანწალებ ისე, ვითუპატრონო მურია,კაცთა მოდგმას გავურბი,მარტოობა მწყურია.
აფსუს, ჩემი ბავშვობისუდარდელი დღეებიგაეკიდნენ ტრამალებს,ვით უბელო ცხენები.
ახლა ფუჭი იმედითმათ ნაკვალევს გავყურებ,სადავეაწყვეტილებსვეღარ შემოვაბრუნებ.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი