↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუ გაზაფხულიმც იქნება

უძილაური ელგუჯა

2026-07-182 წთ საკითხავი6830 ნახვა

—
ქედებს რო თვლი ეფინა,ვით მინანქარი ბროლისა,დაადნო აპრილის მზემა,ხევებზე ღვარად მოდისა.ბანს აძლევს ჯარი ცანჩქერთაფრინველთ გალობა-ბოჟირსა,სუ გაზაფხულიმც იქნებადა ლხინი ჩემი ქვეყნისა.შენ გაიყოლე, ზამთარო,მიზეზი ცრემლის დენისა.ბექის თავს წყარო იღვიძებსყინულის ტახტზე მძინარი,ნეტავი რაზე საუბრობსჩუხჩუხით ჩამომდინარი.ვინ იცის ბუნების ენა,მაგის გამგები ვინ არი?სად არი ბრძენი მინდია,მცოდნე სამყაროს წესისა,ბუნების გულისწადილსაბრძნულის გონებით გვეტყვისა,გვამცნობს, გზა როგორ ვისწავლოთსიკეთისაკე სავალი.მინდიამ იცის კარგადამრუდე ჭკვა-გონის წამალი.გაიაპრილა, მორთულანველტყიანები იითა,ლამაზის გულმკერდს მაგონებს,მორთულ-მოკაზმულს მძივითა.თუმც მიწა ისევ გრილია,სიცივე გვიტევს ურცხვადა,ხევებში მჯდარი ზამთარიგაზაფხულს უღრენს მტრულადა.ილტოს ჭალებზე ყვავილნიმით არ მოსულან სრულადა.ეს მტები ქარი, ქარცივი,ეს დიაცივით ორპირი,მყინვართა სუსხის მზიდავი,ხევ-ხევ ცამორბის ბოჟირით,მივა და ახალ ფეხადგმულთმიუვარდება ყვევილთა,ააწიოკებს ბეჩავთა,აბობოქრებით ავითა.ჰაი, შე ქარო, ქარშავო,სამტროდ ნუ დახვალ მუდამა,სუსტების დაჩოლფოტებამკვეხარამ იცის ცუდამა.აბა, თუ მაგარ ბიჭი ხარ,მე ვიცი შენი საფერი,წადი, აიმას ეომე,გაღმით რო კლდე ჩანს შავფერი.ბევრჯელა სხადე, მაგრამაუკანავ გამოგაქცია,შენი ხმალი და აბჯარინაცარ-მტვრად გადააქცია.რა გინდა, ქარო, რას ერჩიიმათ, ვინც არას გერჩიან,ხო იცი, ტურფა ყვავილნითვალის საამოდ რჩებიან.უფლის განგებით შბილნიდედასამყაროს ეტრფიან,მოკლე აქვთ წუთისოფელი,დღეს მოვლენ, ხვალე წავლიან
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი