↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც ლურჯი მიმინო

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6829 ნახვა

—
ისევ ისე, ჩემგან შორს, მიჰქრის ბედი ფრთამალი,ერთხელ ვერ მოვიხელთე, ვერ მოვარგე ავშარა,ვერ გადავინავარდე მწვერვალები მაღალი,მწვერვალები მაღალი, წეროების გზა-შარა.როგორც ავი ქოფაკი, მიყეფს თარსი იღბალი,ტალღებივით მღელვარე, გული მექცა ყინულად,სულ ამაოდ ვილოცე სიყვარულზე იმ ქალის, -თურმე, ჩემი სანთლები ერთიც არ შეწირულა.დამიშორდა სამიზნე, ვერ მოვარტყი ისარი,ისევ ისე შორია ზეცა დედამიწიდან,ვერასდროს ავიხდინე ოცნება და მიზანი,დრო კი რბოდა, მიჰქროდა, განა მე დამცინოდა?!სანამ მიწას ვამძიმებ, ასე უნდა ვითმინო,უსაშველო ტკივილი - სევდა საუკუნისა...ჩემს საფლავზე ოდესღაც, როგორც ლურჯი მიმინო,გადიქროლებს ქვითინით ქარი შემოდგომისა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი