↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორ შეცვლილხარ

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6827 ნახვა

—
შეცვლილხარ, ფერისცვალებით მოდისჭკნობა ყვავილთა, ბავშვობის ვარდო,არ მოგეწონა სიავე სოფლის,საკუთარ თავზე აღარას ვდარდობ.
ასე მოვდივარ ყრმობიდან დღემდე,შენმა სიშორემ სული დაღალა,ოცნებებს, მე რომ იმედით ვენდე,სდევდა სევდიან დღეთა ამალა.
შეცვლილხარ, კარგო, როგორ შეცვლილხარ,თეთრად მოსილა თმათა გიშერი,როგორც ოდესრაც, მე ახლაც მიყვარსმაგ თვალთა ხიბლი, ლაჟვარდისფერი.
მოდი, გავექცეთ ამ დღეთა სევდას,ამ ქარტეხილებს გავექცეთ, მოდი,ვეწვიოთ ყრმობის ჯადოსნურ ზეცას,სადაც ბავშვური ოცნებით ვქროდით.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი