↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რას ამბობს წუთისოფელი

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6826 ნახვა

—
თქვი, ჩემო ბედის ვარსკვლავო,ღილად შებმულო ცის კიდეს,სად იყავ, როცა ტანჯვისთვიდემონთა ხროვას მიმყიდეს.რას ამბობს წუთისოფელი,კიდე რა ტანჯვას მიპირებს,მზეს როდის ჩამამიბნელებს,მოკეთეს როდის მიტირებს.ნუ მიმატოვებ, ბედის ვარსკვლავო,გზებს ნუ მამირთავ ცრემითა,ჩემი ოცნების ტაზარინურც დაიინგრევა შენითა.ვაშენე სახლი უფლისა,უძილოდ, რამის თევითა,მოძმეთა თავშესაფარადშემოჯავშნული მთებითა.დავლოცე ქადა-სანთლითა,ფშაური ადათ-წესითა,ნუმც ვნახე ტივლად დამრჩალსა,ჩამოშლილს მტრების ხელითა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი