↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხუთწლედი ოთხ წელიწადში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
არა გადაზვირთება,არა სიტყვა ლიტონი -ჩვენს ქვეყანას სჭირდებაუამრავი ლითონი.ნიავქარს არ აჩუქოერთი წამი ან წუთი,ჩვენს ქვეყანას სჭირდებამანქანა და მაზუთი.
შრომა არ შეანელო -ტემპები დაახშირე,რადგან მხარეს სჭირდებაშავი ოქრო, ნახშირი.გაუმკლავდი ამ შრომას,წინათ რომ ვერ უძლებდი,მორჩეს ოთხ წელიწადშიდასახული ხუთწლედი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი