↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰაერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მძიმე ჰაერი მხურვალეა, უფრო ჩქარ-ჩქარააშრიალდება ფიქრთა სამოსი.დაბერა ქარმა და ოცნება ააჩანჩქარა,ხმაში ინთქმება გზა მიდამოსი.ჩამოდის ღამე. ჩამოფრინდა. აი წამები!გულში ხმაურობს სურვილთა ზღუდე,თითქო აშლილა იქ წყვდიადი და აკლდამებიდა განზრახვების ახალი ბუდე.უცებ: მორთულან, მოკაზმულან ის ძველნი დრონი.შორ სიშორეთა ელვარებს თოვა.მაინც წუხილი მიუძღვება მათ მსუბუქ რონინს,ვით მგლოვიარე არფების გროვა.ცელქი ნიავი და შრიალი, უღრუბლო დღენითითქო ზარია ანატაცები, -მიეჩქარება მთვარის შუქში გაჭრილი ცხენი,მთვარენი დგანან, როგორც ანძები.მთვარის შუქთაგან შეკრებილი ფეთქს სიმღერები,თუმცა არ სჯერათ ბედნიერება,რაღაც უღრუბლოდ, გატაცებით, ყელმოღერებით,მოდის სიმშვიდე და ძლიერება.და გადიღვრება სივრცეებში ყვავილთა შორისნელი ქანება სხვა დანანებით -მარმარილოდან უდროო დროს აფრენილ ქორისზეცად ავარდნილ შადრევანებით.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი