↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვავილთა ქალღმერთო

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6827 ნახვა

—
რამდენი ხანია, ტრფობისას გიმღერი,უძილოდ მთეველი ოცნების ღამეთა.ყვავილთა ქალღმერთო, მაგ თვალთა გიშერიმზის შუქად მიჰყვება მქუხარე ჩანჩქერთა.
ამ დღეთა ფერხულში შენზე ფიქრს გადავყვე,ქარაფთა უბეში ჩაშლილან ზვავები,ამ მთების სამოთხეს თავს ვეღარ დავაღწევ,გპოვე და მაგ თვალთა მახეში გავები.
მიდიან ნისლები, ეს ჩუმი მგზავრები,ცა მკერდზე დაიფენს სასტუმროდ მისულებს,არ ვიცი, ნისლივით რაისად დაგყვები,მაგ თვალთა მეხოტბეს უარით მისტუმრებ.გზად რად არ მინათებ, შენ, ჩემო თვალთამზევ,ეს გული რით არი სხვის გულზე ნაკლები,ან მამკალ, ქალავ, და ან ცოლად გამამყევ,ამ მთებში უკვალოდ ნუ დამეკარგები.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი