პოეზია · ლირიკა
თბილისო
ცა უწმინდესი თავზე დაგნათისდა ლამაზი ხარ, როგორც ოცნება...შენ სხვა ხიბლი გაქვს და ანდამატი,მიტომ გიმღერეს დიდმა მგოსნებმა.შენ გიგალობდნენ ტკბილად აშუღნი,ხოტბას გასხამდნენ იეთიმ გურჯები,მათი სულების ამონაშუქითგანათებულან შენი ქუჩები.შენში ღვთიური შუქი ელვარებსდა მზე გიკოცნის კალთას მადლიანსაქ რა გამოლევს ბაგემღიმარეს,ბაგეტკბილსა და ბაგეთაფლიანს.ვარდ-ყვავილების აგდის სურნელიდა მზისკენ იწევ ციურ კამარით,ხარ თვალწარმტაცი და მომნუსხველი,როგორც რუსთველის ლექსის ჯავარი.გაქვს მოყვასისკენ გული გაწვდილიდა სიყვარულით ყველას გვაპურებ...შენ, ქართვლის დედის გლოცავს მანდილიდა გორგასალის მზერა დაგყურებს.