↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

"ქართლის ცხოვრებიდან"

გოგნაძე გივი

2001-08-121 წთ საკითხავი371 ნახვა

—
მწვერვალებზე ნისლი ბოლავს,თვალნი ცრემლით დაგენისლა...სტირი,ცრემლი რამდენი გაქვს,ცაო საქართველოისა.ბარში ისმის ივრის მოთქმა,მთაში ოხვრა არაგვისა,ვეღარ უძლებს ქრისტეს რჯულიმოძალებულ მაჰმადს, ისლამს...სპარსი არბევს ქართლს და კახეთს,თურქი ძარცვავს ოშკს და ბანას,გადაბუგულ ხეთა ჩონჩხებსღამის მრუმე ბინდი ფარავს.აღარ რეკავს ტაძრის ზარი,ნახირს არვინ არ მილალავს,ტანჯვის მწუხრი ახრჩობს თბილისს _მეტეხსა და ნარიყალას...მწვერვალებზე ნისლი ბოლავს,თვალნი ცრემლით დაგენისლა,სტირი,ცრემლი რამდენი გაქვს,ცაო საქართველოისა.

გოგნაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი