↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფოთლების შრიალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ნელ შრიალით შლის ნიავი ჩაშავებულ შქერებს,აშრიალებს ალვის წვერებს შიშით შენაჩერებს:შორი შუქი შორ ჩასვლაში უცდის ალთა ფერებს,მშვენიერი ჰორიზონტი ტალღებს აჩანჩქერებს.ნელ შრიალით შლის ნიავი შამბს შებინდულ ტბაშიდა ჩურჩული გამოისმის ყვავილთ მიმოხვრაში.მშვენიერი სილამაზით იშმუშნება ცაში,შორეული შეღამების ღელვა და თამაში.ნელ შრიალით შლის ნიავი შიშველ ნისლთა კრებას,ჩქეფს ნაკადი და ხევებში შორს, შორს ეშურება,შიშველ ხევში შერჩენილი ნისლი ცრემლად შრება,და შრიალით, ნელ შრიალით შამბი ეგებება.ნელ შრიალით შლის ნიავი ყლორტებს ბალახებში,დროგაშვებით ჩუმი ოხვრა ისმის სადღაც მთებში,ხშირი სუნთქვა და სურვილი კრთება ბინდის ხმებშიდა ჩაჰკვდება სამუდამოდ შამბთა შორის, ფშნებში.ნელ შრიალით შლის ნიავი ჩაშლილ ცაცხვის სუროს,რომ ფოთლებში რაღაც ჩუმი შვება შეაპკუროს.შვება ავსებს შაშვს ჯაგისას და შველს უსადგუროს,ფრთა-შეკვეცილ სიოსაც სურს მთას ცრემლი აპკუროს,ნელ შრიალით შლის ნიავი ნეშოს ჩაშლილ ხისასდა ფოთლები ცვივა, ცვივა შტოებს ტირიფისას,ფოთოლთ ცვლაში სიო ძირს ფენს თვალ-მარგალიტს ცისასდა ტირიფიც ცრემლებს აფრქვევს, ცრემლებს ალმასისას.ნელ შრიალით შლის ნიავი ყვითელ ჩალის ღერებს,ჩუმად, ჩუმად! დაე, ნისლში <ნურვინ> ნუ იმღერებს,ნუ დაარღვევს მყუდროებას, გულს ნუ ამიძგერებს,ნელ შრიალით სიო შამბნარს შლის და აჩანჩქერებს.მაგრამ მჯერა ეს შრიალი ღელვად გადიქცევა,გრგვინვა-დრტვინვით გადაივლის საამქვეყნო რღვევა,გარინდებულ მთებს და სერებს მძიმედ დაჰკრავს ქარიდა გადმოხეთქს მაღალ მთიდან ღელვა-ნიაღვარი.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი