↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფოთლების ლანდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დღეს გაასვენეს შემოდგომით გაწვალებულირეგიის ღერი,მე მივყვებოდი მწუხარებას შეყვარებულიდა ქარვისფერი.ო, ენკენისთვე ეპარება დარდივით მდელოს,მზე სად არ არი?მაინც, ძვირფასო, ჩემს სამშობლოს და სამფლობელოსარ აქვს საზღვარი.ვიცი, ვიქნები! მშვენიერი მიზნის სიძნელითთუ კი მოვედი,გადავიქანებ სიკვდილს მაღლა ამართულ ყელითმე, შავი გედი!პოეტი ბრბოში, სულ ერთია, იქნება ზრდილი:ქარის მანდილიზედმეტი, უცხო, უნაყოფო და განდევნილიფოთლების ლანდი.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი