↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღმაფრენა

გოგნაძე გივი

2001-08-121 წთ საკითხავი368 ნახვა

—
ლურჯად ლივლივებს ცა საფირონის,ციდან იღვრება ზეცის მირონი,ნედლი ტოტების სურნელით თვრებარიონის მწვანე სანაპირონი.ცაში დაჰქრიან, ცელქი, მერცხლები,ზილფებჩაშლილი დგანან ძეწნები.ტყის ჟრიამული სულში მეღვრება,გულო, მამულის ცქერით ვერ ძღები.სურნელს აკმევენ ცაცხვის ჩქოლები,როგორ შევხედო ცივი გონებით,მაყვლის ბარდებში სტვენენ ჩიტები,მურყნის ტოტებზე იადონები.ჭყუმპალაობენ წყალში ბატები,თითქოს მღერიან წყალზე ხიდებიც,ცაზე ღრუბლები მიფარფატებენ,ვით საოცნებო სერაფიტები.

გოგნაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი