პოეზია · ლირიკა
"სათრეველად"
მე ახლა მიკლუხო-მაკლაი მაკლია,მაკლერს ასე ჰქვია, ჩვენებურ აბორიგენს,ვისაც ვაჭრობაში სჩვევია აბორგება,ამიტომ ალტერ ეგოს ამორიგევებს..
მე მიყვარს ესენი და ორი გენია,არც ორიგენეა, არც ერიუგენეორივე თურმე აბორიგენია,საქმეში ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენდა როგორც ირკვევა, ეს ორი გენიამორიგეობით ორი რეგვენია.