პოეზია · ლირიკა
* * * "კვლავინდებურად"
კვლავინდებურად მაბამ ხმის ტემბრით,რეგისტრის რხევით, ბგერის ხავერდით,დიაპაზონი გაქვს იმათებრი,ვისაც წარსულში სულს უხამებდი.
ამიყოლიე, გულში ჩამხედედა უნებლიეთ გყვები სხეულით,შენი სიმღერა ისე მამხნევებს,როგორც ჩანჩქერში მზე ჩახვეული.
გულში გავივლებ, _ რა შეედრებამოგუდული ხმით სმენის დაღარვას,შენი სიმდიდრე არის სიმდედრედა სიყვარულით გულის დაღალვა;თმას არა, ახლა ღამეს მითეთრებ,ისე შენში ვარ, სხვაგან აღარ ვარ...