პოეზია · ლირიკა
* * * "ბავშვობაში "
ბავშვობაში ცა რომ მყავდა ფრენას ვსწავლობდი,ახლა სიზმარშიც ვეღარ დავფრენდა ჩემი ცა მიწას ეყრდნობა.
მაგრამ სულის თვალს რომ ამიხელსამყაროს მჩუქნი და სხეულს ვკარგავ,და ვგრძნობ სუნთქვის უწონადობას.
ზოგჯერ ვშორდები დედამიწასდა გული ისე მეწურება,უთქმელობაში უდედობის დარდი გუბდება.
აუხსნელია ის წუთები, იესო რომ ქვიშაზე წერდა,წერდა და შლიდა და რასაც შლიდათურმე ჩვენში იმახსოვრებდა...