↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

silentium

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10691 ნახვა

—
არავინ, გარდა დუმილისა და ისიც ყველგან;ელვის კუდი რომ ჩაიკლაკნა და გაქრა მყისვე,იქ ჩაილია ჩვენი თვალები.
ხეებს, როგორც პიქტოგრამებს ვათვალიერებ,ფოთოლ_ფოთოლ თავს რომ კარგავენ;მენატრება მათთან ყოფნა და ჩრდილების საგა...
მხოლოდ გულში გავიმეორებ უხსოვარ მოტივს,მოსათიბ ბალახს რომ აშინებს და ახსოვს მთიბავს-მივიწყებულ ცელს- პირს რომ უფხავებს.
გაავლე ხნული,გაყამირებულ უთვალავ გულზედა მარცვალი მიმოაბნიე და აწვიმე ცის თვალებიდან...
მოვა ჟამი და მოიმკიან ისეთ მოსავალს,რომ ბეღლები და ხორგოები ვერ დაიტევენდა მშიერ ბავშვებს მარცვალ_მარცვალ დაურიგებენ.
ფეხადგმული მიწა მე ვარ _სიტყვამ ჩემში ფესვი გაიდგა..აქ დუმილი იბადება და შენამდე მოსასვლელს ვეძებ.
silentium _ დუმილი /ლათ/
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი