↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგვიანებული სიტყვა ილია ჭავჭავაძეს

თანდილავა იაშა

2026-07-181 წთ საკითხავი973 ნახვა

—
არ დავცემულვარ თუმცა არაგვთან,რადგან თვით ჭოროხს სიმწრით ვიცავდი.დაიქცეს ის დღე, როცა თანამხადნდობით _ `ვიღაცის~ მამულს მიყოფდნენ.ისე დავგლახდი, ისე დავთანხმდი,საკუთარ სხეულს ისე დავხარბდი,ბევრი ვეცადე, ბევრიც ვიწადე,ბოლოს იმ `დიდი აზრის~ თანამხად,დღეს მამულში ვარ ცით და მიწათი.(ეს ისე ჩვენში მარტოკას გითხარ,სხვას არ ვეტყოდი ამდაგვარ სიტყვას),მე იმ ტკივილებს არ გავაღვიძებ,დღეის ეპოქებს არ რგებს არაფრით,მაგრამ ვუსურვებ გადაღმელ ღვიძლებს _გადარჩნენ ისე, ჩვენ რომ გადავრჩით,ბევრჯერ ვილოცე მტკვართან, რიონთანდა მაინც ის ვარ, ვინც ჭოროხს უვლის,იცი შენ, თუ რამ სისხლი გდიოდა,იქ გახლდა ჩემი ფიცხი ხორუმიც.უცხო, რომ იყო ალბათ მადლობებსგეტყოდი, ძმას კი მეტიც შეგეძლო,მაგრამ ვაი, რომ შენც იქ დაგკოდესსადაც მე სული შხამით შემევსო.მიტომ არაგვთან ვეღარ გეახელ,აქ აფსაროსთან თვითონ მიჭირდა,დღეს გულში ვიდგამ ძეგლად იმ სახელს,კვლავ ავღორძინდეთ ვისი ნიჭითაც.თუმც ყველას გვილხინს, ლხინი ტკბილიადა ზეიმებიც ერთობ მომრავლდა,მაგრამ ვით შოთა, ისე ილია,უტეხ ფარ-შუბად გვყავს მომავალთა.

თანდილავა იაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი