↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ხარ ვენახი

თანდილავა იაშა

2026-07-181 წთ საკითხავი976 ნახვა

—
შენ ხარ ვენახი, მე გლახაკი შენზე მლოცველი,და მე მჭირდება მწყემსი კეთილი,მე ვარ ირემი, ვინც შენს გარდა სხვა რამ ვერ ვნახე,ჩემი წალკოტი მერამდენედ გადამითელეს...და მერამდენედ მათგანავარ თავმოკვეთილი.დაუოკებელ, ლტოლვას ჩემსას, ჰქვია წყურვილი,მე მარილს ვლოცავ და მძაფრდება ჩემი სურვილი,მარადიული სასუფევლის ყოფისთვის ვიღწვი,მე კანდელი ვარ და სანთელი ჩემს მკერდზე იწვის,სხივი ნათლისა ირმის ნახტომს გაკიდებული.

თანდილავა იაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი