პოეზია · ლირიკა
ტრაპირზონის იმპერია
თუ ერეკლეს ვერ ვეახელ ბრძოლად კრწანისს,არხეინად სახლში არც მე მიმღერია,დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამისჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.მაგრამ, ახლა დრო გასული იმდენიაჭოროხს ერთვის, რაც რომ ცრემლი მიდენია.დღეს მეფენი ლაშქარს სხვაგნით მიდენიან.მე კი, მათთვის არასოდეს მიდევნია.დგას ნაკურთხი ციხე აფსარს, მზით ნაჟურიდა მომბღავის სივრცე გლოვა-სიმღერიანვით გავლილი წლები ყრმობის, გიჟმაჟურიდევს წარსულში ტრაპიზონის იმპერია.რაც განგებას ჩემთვის მიმოუჩენიასხვის ტრამალებს ჩემი ადლი მირჩევნია.აქ მღეროდნენ, მღერიან და იმღერებენ,დუღს ვულკანი ტრაპიზონის იმპერია.ჟამი ჟამობს, ქარნი ღრუბლებს მირეკავენ,მოწმენდილი ცა ნიადაგ ცისფერია.ისტორიის ქვა-ღორღსა და ნარ-ეკალში,თვლემს ვულკანი _ ტრაპიზონის იმპერია.და ძარღვებში ცეცხლოვანი სისხლი კოლხისკლდეს მოხეთქავს მოწოდებით იმფერიამე ვარ სუნთქვა, ლაღი სულთქმა ჩემი ხალხის,ხელთ მაქვს დიდი ტრაპიზონის იმპერია.ეჰეი, თამარ! მაპატიე შეძახილიდახავსებულ წელთა კლიტე მიმტვრევია,ერთხელ კიდევ გამაგონე ის ხმა ტკბილიჩვენიაო ტრაპიზონის იმპერია.თუ ერეკლეს აღარ ვახლდი ლაშქრით კრწანისს,არხეინად შინ არასდროს მიმღერია.დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამისჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.