↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონებათა ვიხმე ლაშქარი

ქოჩეჩაშვილი ცისანა

2016-06-121 წთ საკითხავი283 ნახვა

—
ისევ მარტო ვარ,ცრემლებს ვღვრი ისევ,კვლავ მრუმე ღამეს გავუღე კარი,დავიმეგობრე მტირალა წვიმა,დავიმეგობრე აშარი ქარი.თუ მეხთატეხა ხვედრია ჩემი,იქნებ ვემონო, დავუშვა აფრა?ჩემი სიმღერის, სილაღის ეშხი,ვაი, თუ ჩაქრა,ვაი, თუ გაქრა?!გულო, არ შედრკე,არ შეცდე, გულო,ვაგლახი ყოფის დაახშე კარიდა მარტოობის გასაძევებლადმოგონებათა იხმე ლაშქარი!მოგონებანო გარდასულ დღეთა,მხოლოდ ნათელნო, მხოლოდ მზიანნო,მესტუმრეთ! ერთად მოვაწყოთ ლხინი,ერთად ვიხაროთ,ერთად ვიაროთ!ჰო, მარტოობის გასაძევებლადმოგონებათა ვიხმე ლაშქარი...

ქოჩეჩაშვილი ცისანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი