პოეზია · ლირიკა
ფანტასმაგორია
(თამო ჩხეიძეს)
შენი ოცნება დუბლინია,თამ,ჩემი - უფრო სასაცილო!გარეთ ღამეა,დუმილია,სიცარიელე...აზაზელი...გკითხულობ:"...იცი? ირლანდია,რამდენი წვეთი დავითვალე..."მთვარეა,ცაა,გირლანდები...ფეიერვერკი...ბარბიტალი,თვითმკვლელის დოზით –სიგიჟეა!შეშლა, პოზაა გროტესკული...მგონი სიკვდილი მივიჩვიე,მგონი სიცოცხლე პროტესტია,თამ...და ოცნება დუბლინია...თბილისი - უფრო სასაცილო!გარეთ ღამეა,დუმილია,სიცარიელე...აზაზელი...