↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 97 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21581 ნახვა

—
უშენოდ ყოფნა დაემსგავსა სევდიან ზამთარს,მარტოობის გზას მივუყვები მწირი ბერივით,გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს,როცა სიცოცხლე დამემშევა დეკემბერივით.ზაფხულის მადლი შემოდგომას როცა აღავსებს,როცა სიუხვე დაგროვდება ყველგან სამყოფი,ჩემს ცხოვრებას კი დაქვრივებულ ქალს დაამსგავსებს,ვისაც საშოში ჩარჩენია ქმრისგან ნაყოფი.დაობლებული შემოდგომის ყოველი წამი,ასე მგონია, ერთი სრული წელიწადია,სადაც უშენოდ საუკუნოდ გაჩერდა ჟამი,სადაც გალობა ბულბულსაც კი აღარ სწადია...იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინსდა შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი