↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 96 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია,ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს,ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია,შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს,მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად,შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობსმშვენიერების სადაფებში საგოგმანებლად.რადგან მტაცებელს არ სჩვევია ცხვრის ტყავი ეცვას,და მის საკბილოს უნდა ერქვას რადგან ბატკანი,შენც ნუ ისურვებ სხვის საამოდ ბუნების შეცვლას,შენს თვალთმაქცობას ვერ გაუძლებს სხვა კაცთაგანი.დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი