↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 95 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
თუმც ალამაზებ შენს ცოდვიან ზნეს და ქმედებას,თუმცა მშვენებაც გარეგნულად გრჩება უცვლელი,ცოდვა ყოველი სამარცხვინო ლაქად გედება,რადგანაც ჭიას ვერ გაუძლებს ვარდის ფურცელი.შენს გასაჭორად ზოგჯერ თავს რომ გამოიდებენ,შენვე მაქებრად გარდიქცევა შენი მძახველი,და უნებურად ყველა მღერის შენს სადიდებელს,ვინმემ შემთხვევით თუ ახსენა შენი სახელი.და დაებადა სილამაზეს ცოდვის ტარება,სასახლედ შენ რომ აგირჩია მანკიერებამ,მაგრამ ვერავინ იგრძნო შენი გადაგვარება,რადგან მშვენების შემხედვარეთ ბანგი ერევა.არ გათამამნე, გიჯობს ჩემთვის ყურის დაგდება:უდერობით უბასრესი ხმალიც ბლაგვდება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი