↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 94 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
ვისაც ძალა აქვს ავი იქმბას, მაგრამ ავს არ იქმნს,ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარიდა ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი.თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული,დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი