↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 93 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21580 ნახვა

—
სამარადისო დავიჯერებ შენს ერთგულებას,მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება:შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი