↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 92 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
რაგინდ ეცადო, ჩემგან თავს ვერ გაინაპირებ,ვერ შეგელევი, ალბათ, სულის ამოხდომამდე,რადგან სიცოცხლეს უტრფიალოდ მე არ ვაპირებ,საფრთხე არ ელის იმ სიყვარულს შენ რომ მომანდე.დიდი მზაკვრობის გამოჩენა არა გვჭირდება,რამეთუ შენგან მცირე წყენაც მომკლავს მაშინვე,მკვდარი სული კი, ვიცი, ვეღარ დადუხჭირდებადა უკვე შენი თავნებობაც ვერ შემაშინებს.რადგან შენს ღალატს მე უჟამო სიკვდილს ვადარებ,შენი ღალატით ვეღარ ვიგრძნობ ნაღველს სრულებით,ბედად მივიჩნევ, თუ სიცოცხლე ტრფობით ვატარედა თუ იმავე სიყვარულით აღვესრულები.ვნუგეშობ, თითქოს ასეთ ყისმათს ღაღადი შველის,მაგრამ, ვაითუ, ვერც შევიტყო ღალატი შენი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი