↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნატვრა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21091 ნახვა

—
კლდე უნდა იყო, სალი კლდე -მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, -რომ ვერა სთხრიდეს საფლავებსქარჩით მოხუცი ხნიერი.რატომ არვისგან იძლიაშენი სამეფო ძლიერი?არ იქნა, ლეშით არ გაძღაეგ შენი ხახა მშიერი?რამდენი კენჩხა გამოჰხარ,რამდენი მკლავი ძლიერი?რამდენი სახე ქალისა,ელვა - მთათ შუა რეული,თვალები - მთვარე მომწყდარი,წყვდიადში გამორეული,წელია დილის მზის სხივი,ვარდებში ჩამორეული.იმასაც ამას უპირობ,ვინც მე მინათებს ღამითა,ვისთვისაც სიცოცხლე მწყურანამ ბეჩაურის ჟამითა,დაჰშალო, დაანაწილოძვლები და ლეში კანითა?ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა,ყელ-გამოჭრილი დანითა,რომ ფერფლი ჩემის ლეშისა,გადატანილი ქარითა,მიეხლოს იმის ნაშთის ფერფლს,განედლებული ცვარითა.მზემაცა ნახოს, მთვარემაც,ცამ ვარსკვლავების ჯარითადა გაზაფხულის იამამის ანგელოზის თვალითა.
1889 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი