პოეზია · ლირიკა
მხედართა ძველი სიმღერა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
მიტომ გაგვზარდა დედამა,მისთვის გვეტყოდა ნანასა -ტანზე აბჯარი ავისხათ,მუდამ ვლესავდეთ დანასა,რომ შიშს ვუგდებდეთ გულშიამეზობელს მეტიჩარასა.არ ვაქელინოთ სამშობლომეტოქეს ათასგვარასა.გამოვეთხოვეთ ნათესავთ,ცოლ-შვილს და თავის ყანასა;სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვითდა პირი - სისხლით ბანასა.ცოცხალის თავით ვერ მივცემთმტერს თავის მიწის ღალასა.გაჰზრდისღა კიდევ მშობელივაჟკაცებს ჩვენისთანასა?!
სამშობლოსათვის სიცოცხლესისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,ვწყდებით გულდამშვიდებულნიდა თანაც ვმღერით ამასა:“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,შვილები რჩება მამასა,კიდევ ექნება ფრთეებიამ წუთისოფლის ჯარასა.კარგის მამის შვილს, წესია,მტერიც უფრთხება კვალადა:ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავსშინ შემოგვეჭრას ძალადა.ყველას ისა სძლევს, სიცოცხლესვინაც არ აგდებს ჩალადა.ცოცხლები არვის დავუთმობთმშობელი მიწის ღალასა.სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლედა პირი - სისხლით ბანასა.აბა თუ გაჰზრდის მშობელივაჟკაცებს ჩვენისთანასა!
სამშობლოს არვის წავართმევთ,ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,თორემ ისეთ დღეს დავაყრით,მკვდარსაც კი გაეცინება.არ მივცემთ სხვასა სამშობლოსჩვენის ცოცხალის თავითა;უკან ვერ დაგვახეინებთმისთვის ნაძღვნევის შხამითა.მტრისაკენ მივიზიდებით,რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.რომ გვნახო, მოგეწონები!შვილებს საზღაპროდ ექნებაჩვენი ბრძოლა და ომები!არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,გულში დავიცემთ დანასა,არ მივცემთ უცხო ტომისასთავის მამულის ღალასა.ესე ასწავლონ დედებმა,შვილთ როს ეტყვიან ნანასა!გაჰზრდისღა კიდევ მშობელივაჟკაცებს ჩვენისთანასა?”