↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწყემსი ქალი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21097 ნახვა

—
დაგძინებია, ქალაო,ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,ნეტავი გამაგებინა,რა გესიზმრება, ღვთიანო?!მოფრენა უდაბურს ტყეშიღამით რისაგან გრგენია?ვაჰმე, რო საით შემოგხვდესვეფხვი, დათვი, ან მგელია!ფეხთ ქალამნები აცვია,ტანთ კაბა გაცვეთილიო;თავი უდვია მკლავზედა,უჩანს თითები თლილიო...თუმც დაღლილს დასძინებია,მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.ზურგზედა გუდა ჰკიდია,თავით კობალი უძევსო.ამ ტყის ანგელოზს გოგონასტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.საბთხილო კია ზეცაო,შენ გევედრები ბეჩავი,იმ დღიდან ამ დღემდისინამუდამ ვყოფილვარ ბედშავი:მა გოგოს კალთა აფარო,არიდო ყველა მას ავი.თუ მის თვალები გაჰქრებადა სხივს არ მომაყრიანო,გულის წყლულს არ მომირჩენენ,ნისლებს არ გადმიყრიანო,რაც ქვეყანაზე მიწაა,სულამც მე მომაყრიანო.თქვენც გეხვეწებით, ხეებო,და შენც, მდინარევ ხმიანო,ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -არაფრით დამიზიანო!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი