↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუდარა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21103 ნახვა

—
მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,ცით მიწის მანათობელი,რით არ მოგწყინდა სინათლე,სიბნელის დამამხობელი?ერთხელ მკვდართადაც ამოდი,ცივთა სამარეთ ცაზედა;მადლია, ადამის ძეთანათლად დაადგე თავზედა.მკვდარს მინდა შენი სინათლე,ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,ტრფობით ავსილის გულისთვისცა ღრუბლიანიც დარია.თავისი მზე მყავს ცოცხალსა,თუ არ გჯობს, არა მდარია...მაშინ მინათე, ტიალო,როცა ვიქნები მკვდარია;გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,თან ტკბილი, თანაც მწარია,უაზროდ, უსიყვარულოდჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.მაშინ გამათბე, ტიალო,მადინე ცრემლის ღვარიადა მაგრძნობინე თუნდ ერთ წამს,სიყვარულისა ძალია.თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,
მიშველე, შემიბრალია!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი