პოეზია · ლირიკა
მრწამს, მარად მიწამებია
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
მრწამს, მარად მიწამებიამუდმივ სიცოცხლე სულისა,კარგისა, ქვეყნის მოყვარის,ქვეყნის ბედისგან წყლულისა.მრწამს, ფერფლნი კარგის გულისაქარმ რო გაფანტოს ხმელადა,თითოში მაინც ენთებატიალ-სურვილი ცხელადა, -ავის მჩაგრავად, კეთილისმუდამ იქნება მცველადა;ბეჩავის, გაჭირებულისმომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,თან დააქვს ძველის-ძველადა!
1888 წ.