↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს ის კაცია

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8588 ნახვა

—
ეს ის კაცია, თერთმეტში რომ დაეცა ტუზიდა რომ დაიწვა, რადგან დაიწვა.მას ხუთი სული სარჩენალი ოჯახში უზის,როგორ არჩინოს, ვით ჩააცვას, როგორ ჩაიცვას.
ის ეხლა ქუჩას მომაკვდავის მიყვება ლაჯით,არის მწუხარე,დღეს მან მშობელი წააგო კარტში,ცოლი - წუხელი,მან მოგებული წააგო ხელი,ეს ამწუხარებს.ეხლა ქუჩაში ჩამოივლის კაცი ავჩარკით,ის ძაღლთან ერთად წყვილი არის, არ არის კენტიდა ამ კაცს, მგონი, ვერ დაჩაგრავს, ვერვინ დაჩაგრავს,ოქროს კბილები ათიანი თუ არის წკენტის.და იგი კაცი, თერთმეტში რომ ტუზი დაეცა,შეხედავს ამ კაცს,ეტყვის: დაიცა!ის ეტყვის: დამკარ!
ის აღარ დაკრავს და გაყვება მოწყენილ ქუცას,არ უყვარს დავა, არ უყვარს ჩხუბი,იგი შენიშნავს წარწერას უცებ:„ჭადრაკის კლუბი“.
და იგი კაცი იტყვის გადაკრულად:კარტში ჩემი საქმე მიდის ჭადრაკულად.
1957
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი