პოეზია · ლირიკა
წელიწადი, როგორც ერთი დღე
(დღიურები - 2...)
3.1განა არ ვიცი? - ამოდის კიდეც. მეცეგ არ მიკვირს? - სულ ჩასვლაზერად მეწერება?
7.2ვეცადე, როგორ არ ვეცადე. ესა ვარ,რაც გამომივიდა.
3.3რა ვქნა, თუ ზოგჯერ მართლამითრევს ჩემი თავთხელი; თუ თქვენსმოყინულ ზედაპირზე ძალაყინის ამაორაჩქუნს ეს მირცევნია.
7.3შენი თვალები? ხერხემალშიგადამამტვრევდა. გამომშაშრავდა შენიტანი, როგორც უდაბნო.ეს - უშენობა - არა მკლავდეს, რაიქნებოდა!
9.3გახსოვს ტყვეობა? ტკბილიტყვეობა... ამურების ბადრაგი რომდაგვატარებდა.
11.3ვერ ვიპოვე ჩემი საბრძანებელი. ვერვიპოვე ჩემი საგანდეგილო.
17.3ნეტავი, მართლა ვის რას ერჩი?ნეტავი, რატომ - შენ რომ იცი,ისეთი უნდა ყოფილიყო აქაურობა?
19.3ხანდახან ყველაფერი ჩემი ახირებამგონია და თქვენკენ გამოვეჩქარები- უდღეური ღიმილით.
19.3ჰოი, ძალაო, ხეჯიუტის ამომზიდავოუდაბნოთა ბერწი მიწიდან... ჰოიდა ჰოი, თავნება ხეო, მზის ცხელუბეში იმისათვის თავამორგულო, რომჟამით ჟამად მომთაბარე აქლემებმაგაისველონ მყრალი კბილები, დასხვებზე ზრდილმა ბედუინმა ნაკვებიგვამი შენ ტოტებქვეშ შეიმსუბუქოს...
20.3რა საჭიროა სხვა დანარჩენი. განაცოტაა უმწეობა წარმავალისა?
2.4რას ვერ გიცნობდი - მერამდენეა ეგშავი და მართკუთხა თვალი, მე რომჩაგყურებ...
10.4თითქმის არა ვარ. ვსუნთქავ ხამუშადდა მკრთალად მიკვირს, უფრო დაუფრო ნამდვილად რომ ტლაშუნებენუბედურების ფრინველის ფრთები.ვერაფერი გამოვაპარე.
30.4არც ეგ გამოდის გამოსავალი. აბა,მეორედ რომ დაგჭირდეს, რაღასმოიკლავ?!
30.4ვერ ვისწავლე თქვენი ცხოვრება. ჩემიკიდევ - ვერა და ვერა.
6.5იქნება, მართლა საკმარისია, რაც უკვემოხდა? აბა, გახედე, გახედე ერთისოფელ-ქვეყანას!
12.5ჰო, რა თქმა უნდა, რა და რისიგოლიათები -წისქვილებია,თავისთვის ფქვავენ... მაგრამ -ო-ჰო-ჰო! - რა მყრალია მათინაფქვავი!
12.5...მსგავს თავშეყრაზე უსათუოდმიმელის ხოლმე ჩემი ერთგულიაუდენტი - ჩემი ერთგული მარტოობა- ძველი, ვეება, სრულყოფილი.რომ მომეგებოს, მშობლიურადგადმომეხვიოს და, რა თქმა უნდა,ყასიდი მალვით, სადგისიც ჩამცეს იქ,სადაც ჯერ არს. თან ჩამჩურჩულოს:ეგ რა არის - მაშინ გენახა, არმიჭერდნენო თოკებით ცაში!
12.5რატომ არის? - წერას რომ იწყებ,სულ ის სწავლული გახსენდება,ასპიტისაგან უნუგეშოდ დაგესლილი,არყოფნის სუნთქვის სინქრონულადმთრთოლავი ხელით მისხალ-მისხალრომ ინიშნავდა - როგორ კვდებოდა.
16.5ვინ იცის: ასე უშნო იყო იქაურობაც.და აქ ამიტომ, სულ ამიტომგამოვიქეცი.
16.5უჟმური დღეა. აფსუს, რა დროსგაგხსენი, ყულფო?
30.5რას ერჩი-მეთქი ობოლ ქვეყანას? არგითხრეს, რასა მგვანებია მაშინაც კი,ღმერთი რომ ჰყავდა?
3.6სულ მავიწყდება პაროლი, ვერაფრითდავიზეპირე: „მე და თქვენ ერთისისხლისანი ვართ“. „მე და თქვენ...“
3.6თქვენ მაინც სადა ხართ - სხვაანომალიებო?
4.6ასეა, როცა სიკვდილისა ცოტათიმაინც უფრო მეტად გეშინია, ვიდრე- სიცოცხლის.
11.6რომ არაფერი ჩანს, სულ არაფერი?მეც განა ვჩანვარ? - მხოლოდვიგრძნობი.
18.6გამოგიჭირე: ისევ ფიქრობ თავისმოკვლაზე. თან ისე ჟინით,შურისძიების მაძიებელი ბავშიროგორც გადაიფიქრებდა - კარაქიანპურს არასოდეს აღარ შევჭამო!
25.6არ მოგწონს? მაგას, რა, მოსწონხარ?ჭინჭყლო ბავშვო, ხომ ხედავ, რომშენზე დიდია? გაეცა, წადი!
5.7არავითარი კარგი და ცუდი - მე, შენდა ის ვართ ამ ქვეყანაზე.
13.7ჩვენი სიყვარული ზღაპარს ჰგავდა -უმრავლესობას - ათასერთის კი არადა -ერთი ღამისას.
13.7რატომ კვდებიო გზაჯვარედინზე.იქით ბილიკიც კი არ მიდის, მე რომმივდივარ.
19.7რის სასახლე დ ფიანდაზები... სადმეჯობია ამ ორიდან გული გაგისკდეს -ქოხმახში ან სრა-სასახლეში?
20.7ნეტავი, შენი ბრალი იყოს ეს თვლემა,ივლისო!
29.7მე და თქვენ... ოო, დავიღალე -შორია, შორი!
13.8მენატრები, განა შენთან ყოფნა მინდა.
14.8რად მითხარი - მოდი, მაკოცე,მოჯადოებული პრინცესა ვარო -ჩვეულებრივო ბაყაყო?
26.8სადაც მივედი, განა იქ ყოფნამინდოდა და მიტომ მივედი - სადაცვიყავი, ა იქიდან გამოვექეცი. განაშენ მსურდი, შენ გეძებდი მთელიცხოვრება - უმიჯნურობას ვერგავუძელი. სადაც მე მინდა, ის არარსებობს. ვინც მე მინდა, ის იქ არის,სადაც მე მინდა.
27.8ჩუმად ვარ, ჩუმად. ქვეყნის ქარები თუწივიან ნატყვიარებში.
29.8არა, არ გვიყვარს ერთმანეთი.უბრალოდ, ვთბებით.
31.8ეგეთი დიდი სიყვარული... აბა, როგორგამოვიდოდა?
5.9რა სიძუნწეა - სიკვდილისთვისაქაურობაც გენანება.
16.9ძალიან ძნელია, აქ იყო მე. საამაყოცარაფერია.
26.9უხერხულია - როგორ იყო მარტომართალი.
27.9რა ხდება ჩემკენ?? თმა მეზრდება დაკიდევ - ფრჩხილი.
27.9განა მომწონს, რომ მგონია, რომ არახარ. სულ არ მომწონს, რომ მგონია,რომ არა ხარ. კიდევ უფრო ის არმომწონს, რომ არა ხარ.
22.10...ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვერდაგაგდეთ, ვერ გაგიმეტეთ -მომეწყვიტეთ ხვლიკის კუდივით.თრემ როგორმე მივიდოდი მარტოიქამდე. აქედან მაინც გავაღწევდი,როგორმე, მარტო.
25.10სასაცილოა თავიც და ბოლოც. შუა -ყველაზე სასაცილოა.
7.11აღარ მოუყვეთ ზღაპრები ბავშვებს -რას გიშავებენ?!
7.11ფუჭად შეაწყდა შენი ლაშქარიფანტასტიკური სიყვარულის ჭიანგოდოლებს... მსხვერპლი? - არარის. მხოლოდ - სავსეა სახიჩრებითლაზარეთები.
27.11მერე რას იზამ, სიკვდილის შიშისჟანგბადიც თუ გამომელია?
30.11ჩვენ გავიყარეთ. მე და შენ გავხდით.
30.11იმდენს ვფიქრდებოდი, ვეღარ ვიცხოვრე.
30.11იმდენს ვფიქრობდი, ვეღარ ვიცხოვრე.ვერც მოვიფიქრე.
7.12გული ისე მტკიოდა, დროც კი არგადიოდა.
29.12ვინ არ გიბიძგებს გგიჟებისკენ. ვინგაპატიებს.
30.12შევხვდით. ნუ შემიბრძოლები.უთანასწორო იქნება. შენს მახვილსის სულერთია ერქმევა, ჩემს შიშველხელებს - ის სიყვარული.
31.12გნახე და წყალში ჩამეყარა ამდენიხნის უნახაობა.