↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძია, ვის ეძებთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
კვლავ მას უცქერენ გულცივადქუჩის თვალები დიდრონი,აქედან, თითქმის ლუვრამდეგაწვდილან საკანდიტრონი.დადგება. გარს იცქირებადა ესმის გაუბედავიბავში რომ შეეკითხება:- ძია, ვის ეძებ, ნეტავი?მან იცის - ვის ეძებს?გზაზე ღვარებია,ქუჩას პაციფიზმიგადაფარებია,იმის ცრემლების ღვრასინდივიდუალურს,თითქო არასოდესმზე არ ყვარებია.ეზოში აპობენ შეშას,ქარი უმატებს ხვნეშას,ჰყვირის მეძველე სველი:„ტანისამოსი ძველი“.ქუჩა უდაბნოს აგავს,ხვეტს ტალახსა და ნაგავსმეეზოვეთა ცოცხი.ასეთი სიცოცხლე,სიცოცხლეა განა?გათენებიდან თანაცმონოტონური დამაიღებს და იღებს გამმასმოჰკლა, წაიღო ტვინი,თითქო მისი სჭირს ჟინი.რა საშინელი დღეა,რა საშინელი სპლინი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი