პოეზია · ლირიკა
ჩემი ნაძვებიანი სკვერის ჩიტი, რომელსაც რიჟრაჟი შემოჰყავს
როგორც კი წარმოვთქვამ` ... ვითარცა ცათა შინა...~,მაშინვე ძახილის ნიშნად ჩაერთვებარიჟრაჟის პაწია ჩიტის ამოსტვენადა გაჰყვება ხოლმე`ქვეყანასა ზედა~-სდა ჩემს ყურს გაიყოლებს დაბურულ ნაძვში,ყურს, რომელსაც წარმოსახვაც მიჰყვება,და იქ დაიტოვებს`ნუ შემიყვან ჩუენ განსაცდელსა~-ს მანძილზედა ძლივს გამოუშვებს `ამინ~- ისთვისეს პატარა ყურთამპყრობელი.