პოეზია · ლირიკა
ცუდი სიზმარი
ჩემს უძვირფასეს არსებებზე რაღაც კოშმარიმესიზმრა, ღმერთო! ვის შევჩივლო, ვის რა გავანდო!("არ უნდა მოჰყვე, რომ არ ახდეს"!) - სიზმარში კედელსთავს ვახლიდი და გავკიოდი უმისამართოდ
და უხმოდ, როცა დამეკეპა გული, ცხელ ნაცრადმექცა და გულში ვიხუტებდი ორ უძვირფასესს,მე არ შემეძლო მათი შველა, თუმც ვპირდებოდიცრემლების ნთხევით, არ მჯეროდა ჩემი სიმართლე.
ო, ღმერთო ისე მარტო ვიყავ ჩემს ტანჯულებთან,ისე უმწეო, უბედური, ჩვენს გეჰენიასსახე აქვს მხოლოდ უახლოეს ადამიანთატანჯვის და ასე ყოფილა და ეს გვწერებია.
მშობლიურ წყალთან მივირბინე, სახლის ონკანისნაკადს უღონო ხელს ვუსვამდი, ჩემი ნატანჯიხალხის უძველეს რწმენა-ჩვევის მიხედვით სიზმარსწყალს ვუამბობდი და შორეულ წყლებთან ვატანდი.
და თან ვაყრიდი მუჭა-მუჭა მსხვილ მარილს, მსურდაღამეთა მთელი დინასტია თეთრში ჩამეფლა,მერე ავანთე ლილისფერი ყვავილი გაზის,ცეცხლს მივეც ხილვა დასაწვავად და დასაფლეთად.
წყლისა და ცეცხლის მერე მოველ შენთანღა, ღმერთო,სანთლებს რომ ალი ასდიოდა, ცრემლს ვერ მიშრობდა.დღესა და ღამეს რა საზარელ ნიშანთა ენადასჩემდათ, დროა გარდამსახო ქვად და ქვიშრობად.
ღმერთო, გისურვებ გახარებას შენი შვილებით:სხვებით და ჩემით, ესე იგი კაცობრიობასვუსურვებ შეძლოს სიხარულით აგივსოს გული,თუმცა, არ ველი დაბადებას ახალ იობთა.
შენც ეს გვისურვე, მშობლები ვართ ირგვლივ ყველანი,და ცრემლიც მუდამ მართალია, ჩუმად გადიდებს,რა უნდა მოხდეს, რომ სიმშვიდის მწიფდეს მტევანიდა რომ სიზმრები ქვესკნელური აღარ აგვიხდეს.
2003 წ. 8-9 ნოემბერი