↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იყავი ბრძენი

არაბული ბაღათერ

2011-04-121 წთ საკითხავი1429 ნახვა

—
იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...შენ უფრო მწარე ბედიც გექნებადა სიხარულის ჟამიც _ უცვლელი!დღეები _ სავსე მხოლოდ ეკლებით,დღეები _ სავსე ვარდის ფურცლებით...ხელის მოცარვის გელის დილეგიცდა შთაგონების წამიც _ ფერადი!დღეები _ სავსე მხოლოდ ჩრდილებით,დღეები _ სავსე სხივთა კელაპტრით......იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...
არაბული ბაღათერ

არაბული ბაღათერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი