↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სტამბული

არაბული ბაღათერ

2026-07-181 წთ საკითხავი1437 ნახვა

—
გამოჩნდა ბოსფორიდა ვიწრო ყურეშიშევდივართ,ჩვენ ზემოთ ხიდია გაბმული,ფერდობი გადაშლილი მოჩანს ყურანივით,ირგვლივ ილანდება ბებერი ისტამბული...შენ იყავ პირველი მტერი მოსისხარი,სხვაც ვინმე ამქვეყნად ყოფილა თუკი,ყაყანებს,ფუთფუთებს ქუჩებში ისლამი,—სალამ ალეიქუმ! — ხელს მართმევს თურქი...ქუჩა ჰგავს ამღვრეულდა ფერად მდინარეს,ჩადრიდან გოგო მიმზერს მოღიმარი,სად ზეცა უკავია უთვალავ მინარეთსდა კრიალოსანით ერთობა იმამი...მიპატიებია სისხლიდა ტკივილი,ვივიწყებ, წარსულში რაც იყო,რაც არი,წინ მხვდება:მოლების გაბმული კივილიდა თეთრი აია სოფიას ტაძარი...ტრიალებს ბუღი სულის შემხუთავი,მზის ცხელი დისკო ჰკიდია მაღლა,შუადღის ლოცვანს აღავლენს სულთანიდა ხელაპყრობილი უჩოქებს მაჰმადს...მთების გადაღმიდან მოცურავს ღრუბელიდა ქარი ქუჩის მტვერს სახეში მაშლის,— ისტამბულ, მშვიდობით!სისხლის აუღებლად,მარჯვენის მოუჭრელად ვბრუნდები სახლში!..
არაბული ბაღათერ

არაბული ბაღათერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი