პოეზია · ლირიკა
მოგზაურობა
ჩვენ ჩავუარეთ ლორთქო ბალახითმწვანედ შეღებილ ნისლიან მინდვრებს,სად ნისლებივით ფაფარაშლილიდა ნისლისფერი ცხენები იდგნენ...ჩვენ ჩავუარეთ: ტანძიის ტაძრებსდა თეთრ გუმბათებს აფრენილს ცამდე,ციხეებს ჩაშლილს და ჩამომტირალს,იმ გარდასულის სევდიან ლანდებს...ჩვენ ჩავუარეთ: კრძალვით და რიდითერის დიდების დიად ძეგლს – დიდგორს,ისე დიდები ვიყავით მაშინიმ ომში დავითს ჩვენც ვახლდით თითქოს...ჩვენ ჩავუარეთ: ყაყაჩოებითცეცხლწაკიდებულ მარაბდას, კრწანისს,სად საქართველოს განუკურნელიდა საუკუნო ტკივილი ვცანით...ვნახეთ გელათი დედამიწიდან,როგორ ათოვდა სინათლეს სივრცეს,ზეცის ჩუქურთმადელავდნენ მთებიცდა მობიბინე ღრუბლებში იწვნენ...ჩვენ ჩავუარეთ მძინარ აკლდამებს, –მეომრებს დაღლილთ ცივი სამარით,მათ საფლავზე კი ვით უკვდავებაენთო ვარდი და იასამანი...ელავდა მნათი და მისი თმებიქართლის ველებზესიმივით თრთოდნენდა ნამის მკრთალი სამკაულებიგულზე ებნიათ მინდვრებს და კორდებს...ისევ დაჰქროდა ქარი მკათათვის,ნისლებიც ისევ ეფინენ მტკვართანდა საქართველო,როგორც ყოველთვის,კვლავ ამოღებულ სატევარს ჰგავდა!..