↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან

არაბული ბაღათერ

2026-07-181 წთ საკითხავი1431 ნახვა

—
გამომაძევეს მე ბავშვობიდან,გადამიკეტეს კარი ურდულით,დღეს შურით ვუმზერ სათამაშოებს,როგორც დასჯილი და გაქურდული...იქ დამრჩა ხმალი, ზღაპრის ქვეყნებისდევთან ბრძოლისთვის რომ მისახსოვრეს,ახლა კი იმ დევს, ძალით თუ ნებით,შევგუებულვარ, როგორც ახლობელს...მისთვის ვარსებობ და მისთვის ვცხოვრობ,მწარე ჭაპანსაც მისთვის ვეწევი;მე ჩემი თავის ჩრდილი ვარ მხოლოდ,ჩემი თავის და ბედის შეწევნით...სასახლე ჩემი ქცეულა ყორედ,ჩაჟანგულია ჩემი გუთანიცდა ცხრათავიან დევის შემყურესაღარაფერი მაქვს საკუთარი...თითქოს ჩამქრალა მომავლის შუქიც,(ვაი, სოფელო, ბინდით მოცულო!)დევის ნებაზე ვცეკვავ და ვბუქნავდა ღმერთთან დევის ენით ვლოცულობ...წაშლილა ათას ფერით ნაფერიის დრო – დიდების მზით რომ ბრწყინავდა,შთამომავალთან და წინაპართანერთხელ ხომ უნდა წარვსდგე პირნათლად...გადარჩენის და დახსნის სიმბოლოდ,ოცნების სხივით სავსე ნაპირთან,ზღაპრის დევებთან მაინც იბრძოლონ,ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან!..
არაბული ბაღათერ

არაბული ბაღათერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი