↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შემოეხეტნენ ხეზე ნისლები"

არაბული ბაღათერ

2026-07-181 წთ საკითხავი1443 ნახვა

—
შემოეხეტნენ ხევზე ნისლებიდა დაამძიმა ბინდის ღრუბელმა,ფიფქაშლილი და განრისხებულიყინულასხმული ქარი უბერავს...ჩამოდის თოვლი და მთა საჩალისთანდათანობით ზეცისკენ იწევსდა მოყრანტალე ყვავი-ყვანჩალაროგორც ფოთოლიჰკიდია სივრცეს...ხეობის ბოლოს არხოტის ქედითითქოს ჩამდგარა ზეცის გამყოფად,აღმართულია თოვლის კედელიდა ღრმა ხეობა მოჰგავს სარკოფაგს...ბჟუტავს არაგვიდა კვლავ არიგებსირგვლივ დაწყვეტილ მუსიკის ბგერებსდა ნაპირების ბედის გამრიგეთოვლში დალეულ ტანს მიაგელვებს.......შემოეხეტნენ ხევზე ნისლები,ცა დაამძიმა ბინდის ღრუბელმა,ფიფქაშლილი და განრისხებულიყინულასხმული ქარი უბერავს...
არაბული ბაღათერ

არაბული ბაღათერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი