↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეუღლეს

არაბული ბაღათერ

2026-07-181 წთ საკითხავი1434 ნახვა

—
ამღვრეულია უკვე ამინდი,მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _ვერ მოგიტანე ქართლის მინდვრები,ვერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად...ვერც ღამეული მთვარის ნათელიგამოვამწყვდიე სახლის წყვდიადშიდა ვერ აგინთე სანთლად ზამთარიცთავის სიწმინდით და სიდიადით.ამოვსებული ტალღების ბორგვითვერ დაგიფინე კართან ზეფირი,ვერ მოგილალე ირმების ჯოგი,ვერც ვარსკვლავები, როგორც შეგპირდი...ამღვრეულია უკვე ამინდი,მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _აყვავებული ქართლის მინდვრებივერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად...
არაბული ბაღათერ

არაბული ბაღათერ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი