↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე - ორჰან ველი (მთარგმნელი: თეა ზაქარაძე)

ველი ორჰან

2012-08-121 წთ საკითხავი827 ნახვა

—
მე - ორჰან ველი,ცნობილი ლექსის "სირცხვილი ბატონ სულეიმანს" შემქმნელი,გავიგე, გაინტერესებთ თურმეჩემი პირადი ცხოვრება.მოგიყვებით:უპირველესად ადამიანი ვარ,ანუ ცირკის ცხოველი და რაღაც ამისთანები არ ვარ.ცხვირი მაქვს, ყური მაქვს,საკმაოდ უფორმო.ერთ სახლში ვცხოვრობ,ერთ სამსახურში ვმუშაობ.არც ღრუბლებს ვასეირნებ ჩემს თავზემოთ,არც ზურგით ვწინასწარმეტყველებ.არც ინგლისელი მეფესავითმოკრძალებული ვარ,და არც ჯელალ ბაიარისბოსელის ვირის მსგავსად არისტოკრატი.ძალიან მიყვარს ისპანახი,მარილიან ღვეზელზე ხომვათავებ.ქონებაზე, სიმდიდრეზე თვალი არ მიჭირავს.ღმერთმანი არ მიჭირავს.ყველაზე ახლო მეგობრები ოქტაი რიფათი და მელიჰ ჯევდეთია.ერთიც საყვარელი მყავს, ძალიან ძვირფასი;სახელს ვერ გეტყვით,ლიტერატურის ისტორიკოსმა იპოვოს.მნიშვნელოვან რაღაცეებზე ვმუშაობ.უმნიშვნელო მხოლოდ ის არის,როცა მწერლებს შორის არ ვარ დაკავებული.
რა ვიცი,შეიძლება კიდევ ათასი ზნე მჭირდეს.მაგრამ ყველას ჩამოთვლა რა საჭიროა?ისინიც ამათ გვანან.

ველი ორჰან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი