პოეზია · ლირიკა
დედის და ძმის ხსოვნას
თქვენთვის დამდგარა სხვა ჟამი, სხვა დრო,მე როგორ გავძლო ახლა უთქვენოდ,დედავ _ შენ ჩემო უთქმელო დარდო,ძმაო _ შენ ჩემო ცრემლო უთქმელო...არ შეგაკრთოთ და არ შეგაშინოთბინდით ნაგებმა უცხო სამყარომ,ძმაო _ შენ ჩემო ციხევ ჩაშლილო,დედავ _ შენ ჩემო შუქო ჩამქრალო...დღეს უხილველად და უსხეულოდთანა მდევთ მარტო რომ არ გამწიროთ,ძმაო _ შენ ჩემო ბურჯო ძლეულო,დედავ _ შენ ჩემო სახლო დაცლილო...