↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უკვე გამოჩნდნენ ჭაღარა მთები

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40776 ნახვა

—
უკვე გამოჩნდნენ ჭაღარა მთები. . .ჰაერში ძველი თოვლის სუნია-მომგვრელი სევდის და არა შვების,რადგან მთებს იქით დასასრულია.
რა დიადია ეს ვრცელი წამი,რა დამთრგუნველად მომხიბვლელია,აღარც დღისაა და აღარც ღამის,არც ახალია და არც ძველია.
ეს ის წამია გაწმენდის წამი,როდესაც ირგვლივ ღმერთის ჩრდილია,როდესაც ვეღარ გერევა შხამი,მაგრამ. . .ცხოვრების გზა განვლილია.
1976
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი