პოეზია · ლირიკა
ღრუბელი შარვლით
სდექ!ბატონებო,არ გაბედოთ თხოვნა წყალობის,არ ხართ –მათხოვრად ხელგაწვდილი მაწანწალები!
ჩვენ, გოლიათებს,ვეებერთელა ნაბიჯებით,გვმართებს რომ –არც კი მოვუსმინოთ, ისე გავგლიჯოთორადგილიან საწოლებზე მიწებებული,როგორც უფასო დამატება –ყველა ბაღლინჯო!
მათ დავეღრიჯოთ : „დამეხმარე“ ?!არა, ბატონო!შეიტენონ საკუთარი ჰიმნები და ორატორია!ჩვენ თავადა ვართ შემოქმედნი მხურვალე ჰიმნის,ის მოგუგუნე ფაბრიკებში დასაწერია.
ან რა საქმე მაქვს მე ფაუსტთან,რაკეტების ფეიერვერკი! –მეფისტოფელთან უსხლტის ფეხი ზეცის პარკეტზე,როცა ვიცი, რომჩემს ჩექმაში არის ლურსმანი –უკოშმარესითვით გოეთეს წარმოსახვებზე!
მე,ოქროპირი,ვისი ყოველი სიტყვასულებს ახლად შობს,და სხეულებს სახელებს არქმევს,თქვენ გეუბნებით:ერთი ციდა ცოცხალიც კი სჯობს,ჩემს დამთავრებულანდა აწი დასაწყებ საქმეს!
ისმინეთ!კვნესით, ბორგვით ქადაგებსბაგემყვირალა,დღევანდელი დღის ზარატუსტრა!ჩვენ სახე გვიგავს ნახმარ „პროსტინებს“,ხოლო ტუჩები - დაშვებულ „ლიუსტრას“,კატორღელებიქალაქ-ლეპროზორიუმების,სადაც კეთრი ამოჭამა ოქრომ და ჭუჭყმა,ვართ განბანილნი მზით და ზღვაურით,ვენეციურ ლაჟვარდზე სუფთა!
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ