↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალს მთებიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-132 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
როდესაც ვუცქერ მე შენს თვალთა უძირო ლაჟვარდს,როცა თვალი თვალს უსწორდება არა შემთხვევით,დატოვებული, შორი კუთხე მომაგონდება,მოგონებები თვალწინ რბიან სევდიან რხევით.მე მაგონდება ერთი ძველის ძველი ჩარდახი,გვერდზე მოხრილი, შავი ყავრით გადახურული,და ბაღი შორი, სავსე ვარდით, ცაცხვის ხეებითმარჯვნივ და მარცხნივ დაქსელილი და დაბურული.რამდენი ღამე მითევია შენს მოლოდინში,ცას ვარსკვლავიანს შუქს მატებდა ელვარე მთვარე...შენს მოლოდინში, ო, ვინ დათვლის, თუ რაოდენიგამოუცნობი მღელვარების ღამე ვატარე.ოჰ, იმ ცრემლებით ირწყვებოდა ჩემი ვარდები,და იმ ლოდინით იქმნებოდა მომავლის ნანა.შენ არსად სჩანდი, მაგრამ ჩემთვის უცხო არ იყოშენი თვალების იდუმალი, წმინდა ქვეყანა.და დღეს, როდესაც შენ არ გხვდები უმადლო ბრბოში,თუ რას განვიცდი, ცამ, სინდისმა იცის მარტოდენ;ვინ დააფასებს მაგ სიწმინდეს ჩვენს სამშობლოში,ვინ დააფასებს, თუ მაგ გულში რა ძალნი თრთოდენ?მე ვგრძნობ შენს ირგვლივ მხიარულ და უდარდელ ქალებს,ვიცი - რას ფიქრობს გიჟ ფერხულში იქ თვითეული,მათ მხოლოდ სახეს არ უშიშვლებს შავი ნიღაბი,თორემ იქ... გულში... რა ქარია გადარეული.და მარტოობის სურვილებით მე მათ ვშორდები,როს მეწამლება გული ასეთ უმიზნო ხმებით.ვდგევარ კუთხეში, სიბნელეში, ვუცქერ შორიდან,არ მსურს ვცხოვრობდე მათი გრძნობით, მათი მიზნებით!განკიცხვის ლექსი იბადება მაშინ ჩემს გულშიდა ილესება, როგორც დანა გლადიატორის,და ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ დღეს თუ ხვალ ეგ მძლავრი ტალღაშენაც ჩაგითრევს მოლივლივე ტალღათა შორის!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი